Search
  • Sopo Chikhladze

Gucci & მასიმო ბოტურა | ფლორენციის კულტურას კიდევ ერთი ახალი რესტორანი ამდიდრებს

Updated: Nov 15, 2018

როდესაც გესმის სახელი მასიმო ბოტურა, ასოციაციას ინსტინქტურად მიჰყავხარ იტალიის კულტურისა და მოდისკენ და მისი საიდუმლოებების შეცნობის დაუძლეველი სურვილი გიპყრობს.


მასიმო ბოტურა, მიშელინის სამი ვარსკვლავის მფლობელი შეფი, პერმანენტულად ამრავალფეროვნებს თავის პორთფოლიოს. ვის უნდა ემუშავა კონცეპტუალური რესტორან-მუზეუმის შექმნაზე, თუ არა იტალიელ შეფ-მზარელ მასიმო ბოტურას?!

გუჩისა და ბოტურას კოლაბორაციის შედეგი ფლორენციაში, გუჩი გარდენსში გახსნილი “გუჩი ოსტერიაა.”




ალესანდრო მიქელე, „გუჩის“კრეატიული დირექტორი, პრეს-რელიზში წერს: ბაღი რეალურია, თუმცა სცდება გონებას, თქვენ აქ შეხვდებით მცენარეებს და ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებს. მაგალითად, აქ ნახავთ გველს, რომელიც ყველგან ცოცავს და აზრობრივად სიმბოლოა მუდმივი დასაწყისისა და დაბრუნების.


მოდის მოყვარულებს „გუჩი გარდენსში“ ნამდვილი მოგზაურობა ელით! მოგზაურობა გუჩის სამყაროში - მისი თანამედროვე და ვინტაჟური სამოსით სავსე გალერეები, ვიდეო ინსტალაციები, ბუტიკები და, ამ ყველაფერთან ერთად, შეფი ბოტურას მიერ შექმნილი უახლესი რესტორანი.



„გუჩი ოსტერია“ სტუმრებს სრულიად განსხვავებული მენიუთი მოემსახურება, რომელიც ბოტურას მოგზაურობითაა შთაგონებული. “იმოგზაურე მსოფლიოს გარშემო. ჩვენს სამზარეულოს კავშირი აქვს ყველაფერთან, რასაც ვხედავთ, ვისმენთ და ვაგემოვნებთ,”- ამბობს შეფი- „ფართოდ გახელილი თვალებით ჩვენ ვეძებთ მოულოდნელ და მორიგ წარმატებას.”




„ჩემი საიდუმლო?“- კითხულობს შეფი ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, - “მე ვქმნი სოუსს პარმეზანის ყველითა და წყლით. უბრალო წყლით. ეს სიმართლეა! თუ მას, მაგალითად, კარაქსაც დავამატებთ, პროდუქტის რეალურ არომატს

დავკარგავთ. გემო, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ბავშობის ასაკიდანაა ჩაბეჭდილი, მსურდა აქ აღმედგინა.”


იტალიურ სამზარეულოზე საუბარს დესერტის გარეშე ვერ დავასრულებთ. დესერტი, რომელსაც „გუჩიო სტერია“ სტუმრებს სთავაზობს, შექმნილია ვენესუელას კაკაოსგან ნაყინის თანხლებით, ტირამისუს მსგავსად.

“როგორც იტალიელების უმრავლესობა, ნოსტალგიური ვარ და მომწონს წარსულში, ტრადიციულ კულინარიაში დაბრუნება. თუმცა შემიძლია ობიექტურად გავაანალიზო ძველი, განვაახლო ის და შევქმნა ახალი ტრადიცია.


„გუჩი ოსტერიაში” სტუმარს ნამდვილ იტალიურ გამოცდილებას ვთავაზობთ ადგილობრივი ინგრედიენტების სინთეზით, მიუხედავად იმისა, რომ შთაგონება მთელი მსოფლიოდან მოდის.“


#MassimoBottura #50bestrestaurant #Gastronaut #გასტრონავტი

#მასიმობოტურა #GUCCIosteria #გუჩიოსტერია #ბლოგი #blog #osteriafrancescana


173 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now