Search
  • Sopo Chikhladze

Chapel Down გაზაფხულს ღვინისა და ჯინისგან დამზადებული საინტერესო სასმლით გაგვიხალისებს.

Updated: Mar 25, 2019

Chapel Down - ში, სადაც მსოფლიოში ცნობილ ინგლისურ ღვინოსა და შამპანიურს აწარმოებენ და ხშირად იმსახურებენ აღიარებასა და ჯილდოებს, გადაწყვიტეს საკუთარი თავისთვის საინტერესო თავგადასავალი მოეწყოთ და სასმელების ნაირსახეობა კიდევ უფრო გაემრავალფეროვნებინათ.



კენტში გაშენებული ვენახებიდან ახლა უკვე ღვინისა და ჯინის დამეგობრების ისტორიას მოგვიყვებიან. კომპანიაში ამბობენ რომ Chapel Down Pinot Noir Gin აერთიანებს ღვინის მზადების ექსპერტულ დონეზე ცოდნასა და თანამედროვე გამოხდის ტექნოლოგიებს.


სასიამოვნოდ დასალევი სასმელი დამზადებულია Chapel Down-ის Pinot Noir-ის ყურძნის კანისა და უნიკალური ჯინის შერწყმით, რომელიც დამატებით შეიცავს ხმელ წითელ კენკრას, ვარდის კვირტს, ციტრუსოვან ხილს, ანგლიკასა და სამოთხის მარცვლებს, რაც ბრწყინვალედ ასახავს Pino Noir-ის ყურძნის ნაირსახეობის მახასიათებლებს.


საინტერესო სასმელს შესაბამისად საინტერესო შეფუთვაც სჭირდება. 70 მლ-იანი შუშის ბოთლი აერთიანებს 2 წინამდებარე  - გამოხდისა და ღვინის წარმოების პროცესს. ბოთლი 2 ნაწილად არის დაყოფილი. ქვედა ნაწილი კრისტალის ჭიქის ფორმისაა, რომელსაც კლასიკური ღვინის ბოთლის მეორე ნახევარი ამშვენებს.





მარკ ჰარვი, Chapel Down Wine & Spirits -ის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ სჯერა სასმლის წარმატების და იმის, რომ მათი სიახლე ჯინისა და ღვინის მოყვარულებს ერთნაირად ასიამოვნებს.


თავგადასავლების მოყვარული კომპანია ამ სიახლესთან ერთად ლონდონში Chapel Down-ის ჯინის ბარის გახსნასაც აანონსებს.





#გასტრონავტი #Gastronaut #Chapeldown #Pinotnoir #Pinotnoirgin #YummyAdventures

58 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now