Search
  • Sopo Chikhladze

5000 დოლარად შეფასებული 400 გრამი სურნელი

სხვადასხვა კონტინეტზე არსებული ყვავილის მოგზაურობა აუცილებლად ირანიდან უნდა დავიწყოთ. რადგან სწორედ აქ მოიპოვება სანელებელი შაფრანის 90%. თუმცა ნუ იფიქრებთ რომ შაფრანისთვის ირანში გამგზავრება მოგიწევთ, რადგან მას ასევე ესპანეთში, ინდოეთსა და შეერთებულ შტატებშიც კი შევხვდებით. საქართველოში მისი დასახელება იმერული ზაფრანის სახელწოდებით არის ცნობილი..


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღიებულ სანელებელ შაფრანს ზაფრანის ყვავილიდან მოიპოვებენ. 400 გრამი შაფრანის ღირებულება დაახლოებით 5000 დოლარია.






სანელებლის მაღალი ფასის მიზეზი მოსავლის აღების სირთულესთან არის დაკავშირებული. თუმცა, მეურნეები ამბობენ რომ მისი ფასის მიუხედავად, შაფრანისგან შემოსავალი საკმაოდ მცირეა. საჭიროა დიდი ძალისხმევა და ბევრი მუშახელი. რადგან სწორედ 400 გრამი შაფრანის მოპოვებისთვის დაახლოებით 170,000 ყვავილის მოკრეფვა არის საჭირო, რაც ნიშნავს რომ 1 სტადიონისოდენა მინდვრიდან უნდა მიიღონ მოსავალი.





როგორც უკვე აღვნიშნეთ, შაფრანი არის ზაფრანის ყვავილისგან მიღებული სანელებელი, თითოეული ყვავილისგან მოიპოვებენ 3 წითელ ბუტკოს, ზუსტად ამ წითელ ბუტკოს უწოდებენ შაფრანს.


ყვავილი ხარობს 6 კვირის განმავლობაში. გვიანი სექტემბრიდან ადრეულ დეკემბრამდე. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი მოკრეფის დღეც. ჰაერის მაღალმა ტენიანობამ და მზის სხივებმა შეიძლება იმოქმედოს შაფრანის ხარისხზე. ამიტომ უკეთესია ყვევილი დილით მოიკრიფოს.


რით არის შაფრანი ასეთი გასაოცარი?


შაფრანს გამოარჩევენ 3 მნიშვნელოვანი კომპონენტით. გემო, სურნელი და ფერი. როდესაც ვსაუბრობთ შაფრანის ხარისხზე, უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ეს 3 ქიმიური კომპონენტი.


დამტკიცებულია, რომ იგი სასარგებლოა და გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით. სხვა სანელებლებთან შედარებით, გამხმარი შაფრანი გაცილებით უფრო მდიდარია ვიტამინი ბე-თი და დიეტური მინერალებით.

მისი გამოყენება ყველაზე გავრცელებული კულინარიაშია. იგი კერძს აძლევს დამახასიათებელ არომატსა და ოქროსფერ შეფერილობას.


შაფრანი გამოიყენება როგორც ცხარე, ასევე ტკბილ კერძებში. ქათამთან, ბრინჯთან, სუპეში, ზღვის პროდუქტებსა და ნაყინშიც კი.

კერძში კარგად წყვილდება ნუშთან, ყავისფერ შაქართან, სტაფილოსთან, დარიჩინსა და კვერცხთან.


გამოიყენება ხორცთან, პურსა და სხვადასხვა მარინადებში. სხვადასხვა სამზარეულოში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კერძებში. ინდოეთში შაფრანი ძირითადად გამოიყენება ბრიჯთან. ასევე ხშირად გამოიყენება ფრანგულ სამზარეულოშიც თევზის კერძის ‘ბუიაბესის’ მზადებისას. იტალიაში რიზოტო მილანეზეშიც გამოიყენება. ინგლისელები შაფრანს ტკბილეულშიც იყენებენ.




თუ გადაწყვიტავთ, თქვენც მზადებისას გამოიყენოთ შაფრანი, შემოგთავაზებთ სხვადასხვა კერძის რეცეპტებს: Spanish Saffron Chicken, Black Beans with Saffron & Peppers, Vegetarian Roasted Spanish Potatoes, Spanish Garlic Mushrooms and Roasted Peppers with Saffron.




#Saffron #Gastronaut #artogastro #blog #ბლოგი #გასტრონავტი #შაფრანი #ზაფრანა #სანელებლები

756 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now