- Sopo Chikhladze
ხაჭაპურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წოდება მიენიჭა.
Updated: Mar 25, 2019
ის, რომ ხაჭაპური ოდითგანვე ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე მადისაღმძვრელ კერძად მიიჩნევა და მას ხშირად ქართული სუფრის მეფედაც კი მოიხსენიებენ, ალბათ, სიახლე არ არის. თუმცა ის რომ ხაჭაპურს 41 სახეობა გააჩნია, დარწმუნებულები ვართ რომ, ნამდვილად სიახლე იქნება ჩვენი მკითხველისთვის.
დიახ, გასტრონავტის სიაში ხაჭაპურის თავგადასავალიც მოხვდა. “გუნდას” და გასტრნოავტის საერთო ინტერესებითა და ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომელმაც საინტერესო შედეგის მომსწრე გახადა გასტრონომიის პროფესიონალი თუ უბრალოდ მოყვარული საზოგადოება.
ხაჭაპური გულსართიანების ოჯახიდანაა და აღმოჩნდა, რომ 41 სახეობიდან თითოეული განსხვავებული ტიპისა და ფორმისაა, რომელიც დამახასიათებელია საქართველოს ცალკეული რეგიონების კულტურისა და ტრადიციებისთვის.
‘გუნდა’ არის პროექტი, რომლის დღის წესრიგსაც ხაჭაპურის პოპულარიზაცია და მისი, როგორც პროდუქტის, განვითარება წარმოადგენს. გუნდას ფარგლებში ჩატარდა ზეამოაღნიშნული კვლევა, რომლის მიზანი მხოლოდ მისი მრავალფეროვნების აღმოჩენა არ ყოფილა, მეტიც, კვლევა გახდა საფუძველი იმისა, რომ ხაჭაპურს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის წოდება მიენიჭა.
გუნდას წარმატება, როგორც ჩანს ამ გემრიელი მიღწევებით არ სრულდება და მალე კიდევ უფრო მადისაღმძვრელ სიახლეებს გვპირდება.
#გასტრონავტი #გუნდა #ხაჭაპური #Gastronaut #Gunda #Khachapuri #Artogastro #Georgiancuisine