Search
  • Sopo Chikhladze

შეფ-მზარეული, რომელმაც 21-ე საუკუნეში კულინარიულ რუქას დანიის სამზარეულო შემატა.

ჰკითხეთ გასტრო სფეროში საშუალოდ გათვითცნობიერებულ ადამიანს, რომელია მსოფლიოში საუკეთესო რესტორანი და მისი ფანტაზია აუცილებლად რაიმე სტერეოტიპულ სურათს გააღვიძებს: პარიზის ან ლონდონის ცენტრი, რა თქმა უნდა, მდიდრული ინტერიერით. საუკეთესოდ გადამზადებული მიმტანები გიმასპინძლდებიან შეფ-მზარეულის კულინარიული ხელოვნების ნიმუშებით.


თუმცა, გულწრფელი რომ ვიყო, სურათი, რომელიც ამოგიტივტივდათ, საერთოდაც არ უკავშირდება პიროვნებას, რომელმაც მსგავსი სივრცე შექმნა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი პირიქითაა. ჩვენი დღევანდელი თანამგზავრი რენე რედზეპია.



კულინარიის გენიოსი, როგორც მას ამ სფეროში მოიხსენიებენ. რენე რედზეპი ის ადამიანია, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რესტორანში მუშაობისასაც კი სჯეროდა რომ კიდევ მეტი შეეძლო; რომ ოდესღაც ახალ ისტორიას შექმნიდა და თანამედროვე კულინარიაში თავის სიტყვას იტყოდა.


შედეგმაც არ დააყოვნა!


ბევრი შეფ-მზარეული ვერ დაიკვეხნის სამზარეულოს შექმნით. რენე რედზეპიმ კულინარიულ რუკაზე არამხოლოდ დანიის დატანას ჩაუყარა საფუძველი, არამედ ჩანაფიქრი სისრულეშიც მოიყვანა და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში რესტორანი “ნომა”გახსნა, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის წოდება არაერთხელ მოიპოვა. სახელი “ნომა” მომდინარეობს დანიური სიტყვებიდან Nordisk(დანიური) და mad(საკვები).


ახალი ინგრედიენტებისა და შთაგონების ძიებაში რენემ და მისმა გუნდმა ჩრდილოეთ რეგიონი დალაშქრეს. მისი ინტერესი, ძირითადად, ტყისკენ იყო მიმართული. სინჯავდა ისეთ პროდუქტებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, საკვებად ვარგისად ვერც მოიაზრებდით.


ამ უცნაური პროდუქტების სიაში მთავარ ადგილს ფოთლები, ხავსი, ხის ქერქი და ჭიანჭველაც კი იკავებს. 9-წლიანი ძიებისას შეფ-მზარეულს არასდროს უღალატია მთავარი პრინციპისთვის- საკვები მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება.


რესტორანში ნებისმიერი კერძის მირთმევასთან ახლავს ინსტრუქტაჟი, რომ კერძში გამოყენებული ყველა ინგრედიენტი ნატურალურია. სრულიად თვალსაჩინოა კერძის მზადების პროცესიც, რადგან სამზარეულოს დარბაზისგან მხოლოდ გამჭვირვალე მინა ჰყოფს.




რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზემოხსენებული მიღწევები რენესთვის საკმარისი არ აღოჩნდა. მისი შემოქმედებითი ბუნება და დაუოკებელი ინტერესი- შექმნას რაიმე ახალი - არასდროს დუნდება. რენეს ინტერვიუში ვკითხულობთ- “რუტინა შეიძლება იყოს კომფორტული, თუმცა იგი კრეატიულობის თვისმკვლელობის ტოლფასია.” ზუსტად ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი მომდევნო გიჟური გადაწყვეტილების საფუძველი და შედეგად კოპენჰაგენში „ნომას“კარი სტუმრებისთვის დაიკეტა.


თუმცა ერთი კარის დახურვა მეორეს გახსნას ხელს არ უშლის. ასემ ოხდა „ნომას“ შემთხვევაშიც. რენე და მისი ერთგული გუნდი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყანას უზიარებს უჩვეულო გამოცდილებას.  



#ReneRedzepi #ReneRedzepiNoma #NOMA #Gastronautgeorgia #artogastro #გასტრონავტი #ნომა #რენერედზეპი #blog #Chef #ბლოგი #შეფი

97 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now