Search
  • Sopo Chikhladze

საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას

Updated: Mar 25, 2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე„Sirha 2019” პირველად წარდგება.


გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე. „Sirha 2019“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს.

საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით.


„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.


გამოფენაზე გამგზარების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო„გასტრონავტი“.


#Sirha2019 #SirhaLyon #BocuseDor #BocuseDorFinal #GeorgiaSirha #Gastronaut #ArtoOfFeast #RoadtoSirha #GeorgianCulinaryFederation #GastronautGeorgia #სირა2019 #სირალიონი #ბოკუზდორი #გასტრონავტი #საქართველოსკულინართაფედერაცია

781 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now