Search
  • Sopo Chikhladze

საინტერესო სურნელი Netflix-ის გარშემო!

კულინარიული მოგზაურობა. შოუ, რომელიც გვამოგზაურებს ჩრდილო-დასავლეთ იტალიის სანაპიროდან იაპონიამდე და აღმოგვაჩენინებს ახალ საინტერესო გამოცდილებას.


შეფ სემინ ნოსრატის კულინარიულ წინგზე დაყრდნობით შექმნილი ახალი კულინარიული შოუ, ნეტფლიქსის ეთერში გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. მარილი, ცხიმი, მჟავე, თბილი. ნოსრატი ფიქრობს რომ ეს ჩამონათვალი არის კულინარიისა და ზოგადად არომატის 4 ძირითადი ელემენტი. ზუსტად ასე ჰქვია ნეტფლიქსის ახალ კულინარიულ შოუს, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში ეთერში გამოჩნდა.





ნოსრატის სურვილია მაყურებელი უკეთ დაეუფლოს ზემოაღნიშნულ ელემენტებს, გაიგოს მეტი მათ შესახებ და მიიღოს ცოდნა, რომელსაც მზადებიბსას გამოიყენებს. ამას კი იმ ინგრედიენტებისა და საკვების გაცნობით აღწევს, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერც კი ვამჩნევთ სამზარეულოში.


შოუ შექმნილია ნოსტრატის წიგნის ფორმატის მიხედვით (იმავე დასახელებით), თითოეული ეპიზოდი ეხება 4 ელემენტიდან ერთ-ერთს და აკავშირებს მას სხვადასხვა ადგილთან.


მაგალითად, პირველ ნაწილიში, რომელიც ცხიმის შესახებ არის გაკეთებული, ნოსრატი სტუმრობს ჩრდილოეთ იტალიას, სადაც სწავლობს ზეითუნის ზეთის შექმნის ისტორიას. კადრები არის ძალიან საინტერესო, ვინაიდან კამერაში ჩანს პეიზაჟი, სადაც ზეთისხილის ხეები გაფენილია ლიგურიას ზღვასა და მთებს შორის.




#netflix #saltfatacidheat #gastronaut #SaminNosrat #სემინნოსრატი #გასტრონავტი #ნეტფლიქსი #ბლოგი #blog

37 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now