Search
  • Sopo Chikhladze

პიერ ერმე საკონდიტროს ჩემპიონატის "Coupe du monde de la Pâtisserie" პრეზიდენტად დაინიშნა

ტკბილი და გემრიელი ლუკმის ჯერიც დადგა ჩვენი თავგადასავლური ბლოგის რიგებს შორის. ტკბილეულის მოყვარულებო, ახლა თქვენი მთელი ყურადღება სიყვარულისა და საკონდიტრო მიმართულებით მდიდარი ქალაქი პარიზისკენ უნდა მივმართოთ. ამიტომ, თუ სუსტი ნებისყოფა გაქვთ, კითხვის გაგრძელებას არ გირჩევთ.




ალბათ, მათ უმრავლესობას, ვინც ერთხელ მაინც არის პიერ ერმეს ტკბილეულს ნიზიარები, ტკბილის ხსენებისას ზუსტად პარიზის ქუჩებში ცნობილი საკონდიტრო Pierre Hermé ახსენდებათ. 





მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერის ჯილდოსა და Vanity Fair-ის მიერ დასახელებული მეოთხე ყველაზე გავლენიანი ფრანგის წოდების მფლობელი პიერ ერმე საკონდიტროს მიმართულებით ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის “Coupe du Monde de la Pâtisserie”-ის პრეზიდენტად დაინიშნა. 


პიერ ერმემ მოღვაწეობა 14 წლის ასაკში ცნობილ ფრანგ კონდიტერთან გასტრონ ლენორტთან დაიწყო და მასთან მანამდე მუშაობდა, სანამ თავის გამორჩეულ ხედვასა და ხელოვნების ნიმუშებს შექმნიდა. მისმა მეამბოხე ხასიათმა და რაიმე ახლის შექმნის სურვილმა 2000 წლების მსოფლიოს საკონდიტრო ინდუსტრიის მისაბაძ მაგალითად და სულ ახლახანს ‘Coupe du Monde de la Pâtisserie”-ის პრეზიდენტად აქცია.


ამ ჩემპიონატის 30 წლის ისტორიას უკავშირდება ისეთი ნიჭიერი და ახლა უკვე ცნობილი კონდიტერების სახელების გამოვლენა, როგორებიც არიან კრისტოფერ მიშალაკი, ანჯელო მუსა, კუენტინ ბეილი და ახალი თაობის ცნობილი შეფები ეტიენ ლეროი და პიერ მარკოლინი. ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები ერთხმად თანხმდებიან პიერ ერმეს გენიოსობაში და სჯერათ, რომ საკონდიტრო მიმართულებას პიერ მარკოლინის ამგვარი კონტრიბუცია ძალიან დაეხმარება და გამოავლენს მომავლის ნიჭიერ ახალგაზრდებს. 





“Coupe du Monde de la Pâtisserie” ჩემპიონატი უკვე 30 წელს ითვლის. იგი გაბრიელ პელასონმა დააფუძვნა და შეიძლება ითქვას თავისი ცხოვრება და კარიერა ტბილეულის ხელოვნებას მიუძღვნა. მისი მთავარი მიზანი იყო ჩემპიონატისთვის შეეძინა ზუსტად ის პრესტიჟი, რომელსაც იგი დღეს ატარებს და სჯერა, რომ პიერ ერმე ჩემპიონატს მის ფუნდამენტურ ღირებულებებს შეუნარჩუნებს, რაც სრულყოფილებას, ცოდნასა და ნიჭს გულისხმობს. 


წარმატებები შეფ! ტკბილ და გემრიელ გზაზე..


#GastronautGeorgia #YummyAdventures #PierreHermé #CMpatisserie



111 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now