Search
  • Sopo Chikhladze

საქართველო დიდ გასტრონომიულ გამოფენა Sihra 2019-ზე მიემგზავრება.

Updated: Dec 10, 2018

ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს გასტრონომიის დედაქალაქად მიჩნეულ საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ ლიონში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ოლიმპიადა ბოკუზ დორი ტარდება.


ოლიმპიადას სირას გამოფენა მასპინინძლობს. 24 მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეული ორ დღიან ინტენსიურ შეჯიბრებას გამოცდის, სადაც მონაწილეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა მოიპოვონ გასტრონომიის ყველაზე დამსახურებული ჯილდო - ოქროს ბოკუზი.  


გასტრონავტის გუნდის მუშაობის შედეგად სირას გამოფენას 2019 წლის 26-30 იანვარს საქართველოც შეუერთდება. სადაც გამოფენაზე დამსწრე 20,000-ზე მეტ  ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ქართულ კულინარიასა და კულტურას. 2021 წელს კი საქართველო ოფიციალურად მიიღებს ოქროს ბოკუზის შეჯიბრში მონაწილეობას.




ბოკუზ დორის ისტორიას ბოლომდე ვერასდროს გავიგებთ, თუ მისი სულის ჩამდგმელის - საუკუნის შეფ-მზარეულის პოლ ბოკუზის შესახებ თხრობით არ დავიწყებთ.



ღიმილი, მაღალი შეფის ქუდი და უნაკლო პერანგი ლურჯი და წითელი აქცენტებით ზუსტად ასახავს შეფ-მზარეულის ცხოვრებასა და პიროვნულობას - გაარღვიოს სრულყოფილების საზღვრები ან თუნდაც მოიპოვოს უსაზღვრო რაოდენობის მედლები.




სონას სანაპიროზე მდებარე რესტორანი ობერჟი. ადგილი, სადაც პოლ ბოკუზმა მის ლეგენდარულ რეპუტაციას ჩაუყარა საფუძველი. რესტორანი გამოირჩევა განსაკუთრებული ფერებით და ბაროკოს აქცენტებით, შთაგონებული ფრანგული სამზარეულოს ოსტატის მიერ, რომელიც სტუმრებს სთავაზობდა სრულყოფილებამდე გემრიელ შედევრებს,  რეგიონალური პროდუქტებითა და მარტივი, თუმცა მიმზიდველი კერძებით.



50 წელზე მეტი, კულინარიით გატაცებული საუკუნის შეფი ერთგულ გუნდს მის ფილოსოფიას უზიარებდა. დღესდღეობით, ზუსტად ეს გუნდი მუშაობს და ცდილობს რესტორან ობერჟში იგრძნობოდეს პოლ ბოკუზის არსებობა იმის გათვალისწინებით, რაც  შეფ-მზარეულისთვის იყო მნიშვნელოვანი: შეუჩერებელი სწრაფვა სრულყოფილებამდე, სტუმართმოყვარეობა, სულგრძელობა და ფრანგული სამზარეულოს სიყვარული.




შეფი ბოკუზი მისი ბუნებით ყოველთვის სიახლეების მოყვარული იყო და გააჩნდა დაუოკებელი სწრაფვა მომავლისკენ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იგი ბევრი წარმატებული შეფ-მზაერეულის მენტორიც იყო. ერთ-ერთმა მათგანმა ეკარტ ვითსიგანმა პოლის მსგავსად ‘გოემიოს’ საუკუნის შეფის წოდებაც მიიღო.



1987 წელს პოლ ბოკუზმა რევოლუციური გასტრონომიული კონკურსი - ბოკუზ დორი დააარსა.  მისი შთაგონება მთავარი სპორტული შეჯიბრებები გახდა, და გადაწყვიტა მათ მსგავსად შეექმნა ნამდვილი შოუ შეფებისთვისა და კულინარიის მოყვარულთათვის.


ყოველ 2 წელიწადში, ლიონში სირას გამოფენა, მასპინძლობს გასტრონომიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრს - ბოკუზ დორს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ ორ წლიანი მზადების პროცესის შემდეგ, მსოფლიოს  24 საუკეთესო შეფი 5 საათისა და 35 წუთის განმავლობაში დიდი აუდიტორიისა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შეფ-მზარეულებისგან შემდგარი ჟიურის თვალწინ ამზადებენ კერძებს თევზისა და ხორცისგან.


ჟიური კერძებს აფასებს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით: კერძის არომატების ჰარმონიულობით, მომზადების ტექნიკით, გუნდის მუშაობის ეფექტურობითა და კერძების პრეზენტაციის მიხედვით.


შერჩევის პროცესი საინტერესო გამოწვევებით არის აღსავსე. სანამ გაიმართება ფინალი, შეფ-მზარეულებმა უნდა მოიპოვონ კვალიფიკაცია კონტინენტურ შესარჩევ ღონისძებაზე (ბოკუზ დორ ევროპა, ბოკუზ დორ აზია, ბოკუზ დორ ლათინური ამერიკა, და ახლა უკვე ბოკუზ დორ აფრიკა).




ამის შემდეგ, შედგება ბოკუზ დორის ფინალური შეხვედრა, სადაც  გამოვლინდება მსოფლიოს საუკეთესო ტალანტები კულინარიულ ხელოვნებაში მთელი პლანეტის მასშტაბით.


მაყურებლების ენთუზიაზმი და მუხტი  შეჯიბრს განსაკუთრებულ ეფექტს მატებს. ათასობით მოყვარული ესწრება ღონისძიებას და მხარს უჭერს საყვარელ შეფ-მზარეულსა და თუ ქვეყანას. ფრიალებს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ისმის ნაციონალური ჰიმნები და გამამხნევებელი შეძახილები. ხმაური კულმინაციას აღწევს მაშინ, როდესაც დგება პლანეტის საუკეთესო შეფის დასახელების მომენტი. წოდება, რომელიც შეფ-მზარეულსა და ქვეყანას, რომელსაც იგი წარმოადგენს მთელი ცხოვრება დაამშვენებს.


#Gastronautgeorgia #gastronaut #bocusedOr #BocusedOr2019 #RoadToLyon #Sirhaexhibition #Artogastro #გასტრონავტი #ბოკუზდორი #სირასგამოფენა #ოქროსბოკუზი #საქართველოსკულინარიულიფედერაცია #GeorgianCulinaryFederation

163 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now