Search
  • Sopo Chikhladze

მოთხოვნები Bocuse d'Or Georgia-ს მონაწილეებისთვის

Updated: Aug 16, 2019

ბოკუზ დორის ეროვნული შესარჩევი კონკურსი დაიწყო!


ეროვნული შესარჩევი ტურის ჩატარების წესები მაქსიმალურად მიახლოებულია Bocused’OrEurope-ის ევროპული შესარჩევი ტურის წესებთან. კონკურსში მონაწილეობას იღებენ გუნდები, რომელიც შედგებიან შეფ-მზარეულისგან და ასისტენტისგან. შეფ-მზარეულს შეუძლია თვითონ წარადგინოს თავისი ასისტენტის კანდიდატურა, ამ შემთხვევაში, ასისტენტი ცალკე სააპლიკაციო ფორმას არ აგზავნის, არამედ შეფ-მზარეული თავის აპლიკაცასთან ერთად აგზავნის ასისტენტის აპლიკაციასაც! ( ორ აპლიკაციას ჯამში).


ასისტენს შეუძლია დამოუკიდებლად გამოაგზავნოს რეზიუმე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე შეფ-მზარეული არ წარადგენს თავისი დამხმარე ასისტენტის კანდიდატურას, მაშინ დამოუკიდებლად გამოგზავნილი ასისტენტის აპლიკაცია განიხილება.


შეფ-მზარეულის მიერ შემოთავაზებული ასისტენტი, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას!


კონკურსისჟიურიიტოვებსუფლებას, მოახდინოსკანდიდატისდისკვალიფიკაცია, თუისარაკმაყოფლებსმოთხოვნებსანშეუსაბამობაშიმოდის„ეროვნულიშესარჩევიკონკრუსის“ წესებთანდაპოლიტიკასთან.

შეფ-მზარეულის აპლიკაცია


დასარეგიტრირებლად გადადით ლინკზე.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ახალგაზრდა შეფ-მზარეული, არანაკლებ 23 წლის კონკურსის პერიოდისთვის (კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს1998 წლის 26 იანვრამდე), 

  • რესტორანში ან/და სხვა კვების ობიექტის სამზარეულოში, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;

  • შერჩევის შემთხვევაში, უნდა აირჩოს ან/და წარადგინოს ასისტენტი, რომელთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში (ასისტენტი უნდა იყოს18-დან 22 წლამდე ასაკის);

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

  • თუ კანდიდატი იღებს მონაწილეობას, როგორც ასისტენტი, მას არ აქვს უფლება იმონაწილეოს, ახალგაზრდა შეფ- მზარეულების შესარჩევ კონკურსში

  • გამარჯვების შემთხვევაში სავალდებულოა ლიონში გამგზავრება.


კონკურსის ეტაპზე შესასრულებელი სამუშაო

თითოეულმა მონაწილემ, 5.35 საათის განმავლობაში უნდა მოამზადოს:


  • ხორციანი კერძი + 3 გარნირი (რომელთაგანაც 1 ტრადიციული ნაციონალური პროდუქტების საფუძველზე მზადდება)

  • ხორციანი კერძის პრეზენტაცია ხდება ლანგარზე, რომელიც შემდგომში სერვირდება ფაიფურის თეფშებზე, მსაჯების მიერ დეგუსტაციისთვის.

  • თევზის კერძი სამი გარნირით (მირთმევა ხდება ფაიფურის თეფშებზე)


მონაწილემ უნდა მოამზადოს კერძების შემდეგი რაოდენობა: თითოეული კერძის 1 ულუფა, ჟიურის თითოეული მადეგუსტირებელი წევრისთვის


(ჟიურის 4 წევრი ახდენს მხოლოდ ვეგეტარიანული კერძების დეგუსტირებასა და შეფასებას, ხოლო ჟიურის სხვა 4 წევრი მხოლოდ ხორციან კერძებს);

  • 3 ულუფას საპრეზიდენტო მაგიდისთვის; 

  • 2 ულუფა საპრეზენტაციო მაგიდისთვის, ფოტო- და ვიდეო გადაღებისთვის.


პროდუქტები, რომლებიც ნებადართულია, რომ მონაწილემ მოიტანოს თან:

მონაწილეებს თავად მოაქვთ საკონკურსოკ ერძების მოსამზადებელი ინგრედიენტები, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებსაც საორგანიზაციო კომიტეტი აწვდის. შესაძლებელია შემდეგი პროდუქტების წინასწარ გარეცხვა, საჭიროების შემთხვევაში, გასუფთავება, მაგრამ ამასთან, არ უნდა დაიჭრას: ბოსტნეული, სოკო, ხილი, სალათი, მწვანილი. დასაშვებია მზა საბაზო ბულიონების გამოყენება, რომელთა მოსამზადებლადაც ხანგრძლივი დრო ასაჭირო. საკონკურსო ნაკეთობების დეკორაციისა და გაფორმებისთვის საჭირო ყველა ელემენტი მზადდება მონაწილეების მიერ, შეჯიბრის პროცესში.



ასისტენტის(commis) აპლიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ასისტენტი 18 – 22 წლის კონკურსის პერიოდისთვის (კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 26 იანვრის შემდეგ).

  • რესტორანში ან/და სხვა კვების ობიექტის სამზარეულოში, მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება1 წელი;

  • შერჩევის შემთხვევაში, უნდა აირჩოს ან/და წარადგინოს ასისტენტი, რომელთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში;

  • კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.


***

დამხმარის მოვალეობებში შედის პროდუქტების აწონვა, მონაწილის წვრილმანი დავალებების შესრულება, შეფ-მზარეულის დამხმარეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო ნაკეთობების დამზადების პროცესში. 


დამატებით: თითოეულ წყვილს (შეფ-მზარეული და მისი დამხმარე) მიემაგრება კიდევ ერთი დამხმარე, რომელიც შეასრულებს სამუშაოს, რომელიც უკავშირდება მხოლოდ ბოქსის დალაგებასა და ჭურჭლის რეცხვას. მოცემულ დამხმარეს არ აქვს უფლება, დახმარება გაუწიოს კერძების მომზადებაში!


შესარჩევ ტურში გამარჯვების შემთხვევაში, დამხმარე გაემგზავრება საერთაშორისო კონკურსზე „ოქროს ბოკუზი- ევროპა 2020“, ხოლო ევროპის შესარჩევ ტურში კარგი შედეგის შემთხვევაში, მთავარ კონკურსზე ლიონში, 2021 წლის იანვრის ბოლოს.


#BocusedOrGeorgia #Gastronaut

18 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now