Search
  • Sopo Chikhladze

ლათინური ამერიკის საუკეთესო ქალი შეფი - პია ლეონი

გასტრონავტის უშრეტმა ცნობისმოყვარეობამ ამჯერად უძველესი ცივილიზაციების ნაპირებთან მიგვიყვანა და თანამედროვე პერუს გასტრონომიული თავგადასავლის ერთ-ერთი სახასიათო გმირი, პია ლეონი გვაპოვნინა.


პია ლეონი ცნობილი პერუელი შეფის, ვირგილიო მარტინესის ცოლია. მეუღლთან რესტორანში მუშაობის10-წლიანი გამოცდილების შედეგად, გადაწყვიტაპირადი კულინარიული თავგადასავლი ეძებნა. ამბის პირველი გვერდის წერა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. სწორედ მაშინ, როდესაც მისი პირველი რესტორნის კარი გაიღო.


ახლახანს ამ ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო თავიც შეემეტა: პია ლეონმა ლათინური ამერიკის საუკეთესო ქალი შეფის ტიტული მოიპოვა.



პიასთვის ჯილდო უცხო არ არის. 10 წლის განმავლობაში, რესტორან„ცენტრალში“მუშაობისას, კვების დაწესებულების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ცენტრალმა“ თანმიმდევრობით სამჯერ მოიპოვა N1 რესტორნის სტატუსი ლათინური ამერიკის 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოებაზე. მას ოთხჯერ ერგო სამხრეთა მერიკის საუკეთესო რესტორნის ჯილდოც.


მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მედიაში გამოჩენისგან თავს იკავებდა, პიას ხელი ოდნავადაც არ შეშლია თავის სფეროში სათანადო დაფასებისთვის მიეღწია. ის ცნობილია რესტორან „ცენტრალის“ სამზარეულოს ყოველდღიური წარმატებული მართვითაც და მეუღლესთან და მის დასთან, მალენასთან ერთად, ახალი ინგრედიენტების ეფექტური ძიებითაც.


31 წლის დამსახურებული შეფი პერუდან, რომელიც ყოველთვის კულისებში ყოფნას ამჯობინებდა, ახლა მზადაა მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდეს.

„10 წლის განმავლობაში ვირგილიოსთან ერთად ვმუშაობდი და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ, ვფიქრობ, დადგა მომენტი, როცა მომინდა რაღაც ახალი შემექმნა და, აი, ამ დროს გაჩნდა „ქოიეი,“- ამბობს ლეონი.


„ვერ ვიტყვი, რომ ახალი რესტორნის გახსნა ჩემი ოცნებაიყო. ყოველთვის აწმყოთი ვცხოვრობდი. დაახლოებით 3 წლის წინ გადავწყვიტეთ რესტორან „ცენტრალისთვის“ ლოკაცია შეგვეცვალა. ამ პერიოდშივე გადავწყვიტე ჩემი საკუთარი რესტორანი „ქოიეი“ გამეხსნა.“


სახელწოდება „ქოიეის“ შთაგონებად ყვითელი ყვავილი იქცა, რომელიც პერუს ყველაზე მაღალ წერტილში იზრდება. მხოლოდ შემთხვევითობა, ალბათ, არ არის ის, რომ პიას საყვარელი ფერი ყვითელია და დაჯილდოებაზე სწორედ ამ ფერის მაისურით წარდგა.


ფერებს ლეონი დიდ ყურადღებას უთმობს. ამიტომ რესტორნის ინტერიერი თბილ ტონალობებში გადაწყვიტა. სივრცეში, ძირითადად, მცენარეები და სინათლე ჭარბობს. ინგრედიენტების მსგავსად, ინტერიერში გამოყენებული ყველა დეტალი ავთენტურია- პერუდან.


ჭურჭლის შემთხვევაშიც კი, რომელიც, ძირითადად, კერამიკისგან და, იშვიათ შემთხვევაში, ხის მასალისგანაა დამზადებული, ფერები მნიშვნელოვან როლს თამაშობს.




პია პირადად იყო რესტორნის ყველა დეტალის შექმნაში ჩართული. ირწმუნება, რომ „ქოიეის“ სტუმარი იმოგზაურებს პერუში, გაეცნობა იქაურ ბუნებას, რადგან ინგრედიენტების 100%  სწორედ პერუში არის მოპოვებული.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რესტორანს არ აქვს მენიუ. მაუკა (ერთ-ერთი ინგრედიენტი) იმის მაგალითია, რომ„ქოიეიში“, ძირითადად, ნაკლებად ცნობილ ინგრედიენტებს იყენებენ, რომლებიც პერუში თითქმის აღარ მოიხმარება და ამ დროს კარგად ხარობს ანდებსა და ამაზონის ნიადაგზე.


პია მედიასთან საუბრისას ამბობს: „მიყვარს სამზარეულოდან გამოსვლა, საინტერესო საუბრები. ახალი ადამიანების, კულტურების, პროდუქტის, კლიმატისა და გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მიღება.


ეს არის ის, რისგანაც ყოველდღიურად ვიღებ შთაგონებას.“

პიასა და ვირგილიოს მიზანია პერუ მსოფლიოს გააცნონ. ისინი გასტონ აკუროს სამუშაოს აგრძელებენ.


ეს არის ადამიანი, რომელმაც პერუს ინგრედიენტები გლობალურ გასტრონომიულ რუკაზე დაიტანა და ახლა მათ კულინარიაში ფართოდ გამოიყენებენ.


ლეონი ამბობს, რომ მას ძალიან ეშინოდა ახალი რესტორნის გახსნის. ფიქრობდა, რომ ახალი სივრცე ვერასდროს შეედრებოდა რესტორან „ცენტრალს,“თუმცა, მიუხედავად ამისა,რისკი გასწია და ძლიერ გუნდთან ერთად მალევე მიაღწია წარმატებას.


ლათინური ამერიკის საუკეთესო ქალი შეფის ჯილდოს მიღების შემდეგ მას იმედი აქვს, რომ ახალგაზრდა შეფ-მზარეულებისთვის მისი წარმატების მაგალითი ძლიერ მოტივატორად იქცევა.



#PiaLeon #50bestrestaurant #Gastronaut #გასტრონავტი

#პიალეონი #Kjolle #ბლოგი #blog

236 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now