Search
  • Sopo Chikhladze

თეთრი სატაცურის ისტორია

Updated: Mar 25, 2019


ევროპის ლამაზ ბაღებში, სხვა მცენარეებთან ერთად, თეთრი სატაცურიც მოიპოვება. თუმცა მისი შემჩნევა ძალიან რთულია, რადგან, მწვანესგან განსხვავებით, თეთრი სატაცური მზის სინათლეს ვერასდროს ხედავს: ბოსტნეული მიწითაა დაფარული, რათა მზის სხივებს მოერიდოს. ეს თეთრ სატაცურს ფოტოსინთეზისა და ქლოროფილისგან იცავს, რაც მცენარეს მწვანე შეფერილობას აძლევს.




თეთრი სატაცურის უმრავლესობა საფრანგეთსა და გერმანიაში მოჰყავთ. მას ზომითა და სისქით არჩევენ და სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებს მის შედარებით მაღალ ფასს.


შეიძლება თეთრ სატაცურს სუპერ მარკეტებშიც შეხვდეთ, მაგრამ საუკეთესო ხარისხისას გაზაფხულზე მხოლოდ ფერმერების ბაზრობაზე შეიძენთ. აღმოჩნდა, რომ თეთრი სატაცური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბოსტნეულია, თანაც 100 გრამი მხოლოდ 20 კილიკალორიას შეიცავს; გაჯერებულია ცე და ბე ვიტამინებით, შეიცავს ანტიოქსიდებს და ასევე, ამბობენ, რომ სასარგებლოა გულისთვის.




თეთრი სატაცური, მწვანეს მსგავსად,შეგვიძლია შევწვათ, გამოვაცხოთ და ასევე აქტიურად გამოვიყენოთ როგორც სალათებში, ისე სხვა კერძებში. თუმცა თეთრი სატაცური, ზრდის პროცესის მსგავსად, გულმოდგინე და ფრთხილ მოპყრობას სამზარეულოშიც მოითხოვს. მწვანესგან განსხვავებით, მას სქელი გარეკანი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითალოს.


თეთრი სატაცურის ტრადიციული მომზადების წესის მიხედვით, იგი უნდა მოვათავსოთ წყალში, კარაქთან, ლიმონის წვენთან და მარილთან ერთად და ვადუღოთ 8-დან 25 წუთამდე. დუღილის დრო დამოკიდებულია მისი ღერის სისქეზე. დუღილის შემდეგ სასურველია წყალში გაციება ვაცადოთ, რათა არომატი შეინარჩუნოს. თეთრ სატაცურს ოდნავ მწარე არომატი დაჰკრავს და უნარი აქვს შეინარჩუნოს ეს არომატი ძროხისა და იხვის ხორცთანაც კი.




მას ასევე გამოიყენებენ კურდღლისა და ქათმის ხორცთან. ზეითუნის ზეთი, კარაქი და სხვა სახის ცხიმი თეთრი სატაცურის სიმწარეს ანეიტრალებს.


აქებენ თეთრი სატაცურისა და ჰოლანდიური სოუსის ტანდემს. ასევე გვირჩევენ მის დამეგობრებას პარმეზანის, ტალეგიოსა და ჩედარის ყველთან.


მოამზადეთ თეთრი სატაცური ყველის პიცასთან და პროშუტოსთან ერთად. და თუ მაინცდამაინც მოისურვებთ თქვენს თავს უჩვეულოდ გაუმასპინძლდეთ, ამ ყველაფერს ტრუფელიც დაუმატეთ.



#Gastronautgeorgia #asparagus #whiteasparagus #blog #artogastro #ბლოგი #გასტრონავტი #სატაცური #თეთრისატაცური

106 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now