Search
  • Sopo Chikhladze

გლობალური გასტრონომიის ოსკარები | THE WORLD’S BEST 50 RESTAURANTS 2019

Updated: Mar 25, 2019

ავსტრალია და ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გლობალურ ტურს და შემდეგ დანიშნულების ადგილს  დინამიკურ და საკვებზე ფოკუსირებულ ქალაქს - სინგაპურს ირჩევს. ქალაქი დიდი ხანია აერთიანებს კულინარიულ კულტურებს. აქ შეხვდებით ჩინური, მალაიზიური და ინდური ელემენტების შერწყმას ევროპულ გავლენებთან.




ბოლო წლებში სინგაპურის გასტრონომიულმა კულტურამ საგრძნობლად დიდი განვითარება ჰპოვა და მსოფლიოს საუკეთესო კვების ქალაქების სიაშიც კი დაიკავა კუნთვნილი ადგილი, იგი აერთიანებს თავის დამახასიათებელ კულტურას თანამედროვე ‘fine dining’-ს მაღალ დონეზე.


გალა ცერემონია გამოავლენს 2019 წლის 50 საუკეთესო რესტორნის სიას. ამასთან გაიცემა სპეციალური პრიზები ნიჭიერების, მრავალფეროვნების, შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ჯილდოს მფლობელს ირჩევნს 100 ინდუსტრიის მსოფლიო ექსპერტი, რომელიც პირველად ისტორიაში შედგება 50-50 %-იანი სქესის ბალანსით.




სინგაპურის, როგორც მასპინძელი ქალაქის არჩევის ფარგლებში, ორგანიზატორები თანამშრომლობენ სინგაპურის ტურიზმის დეპარტამენტთან 50 საუკეთესო ბრენდის ღონისძიებების მოწყობასთან დაკავშირებით შემდგომი სამი წლის განმავლობაში. გალა დაჯილდოვების ცერემონიალის ფარგლებში, ლოკალურ და ტურისტ გურმე ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მასტეკლასებსა და შეკვეთილ სადილებს (bespoke dinners), რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო შეფები გაუძღვებიან.



ამასთან,  #50BestTalks ფორუმზე სტუმრები იხილავენ ყველაზე გავლენიან ფიგურებს საერთაშორისო კულინარიულ სცენაზე, რომლებიც საზოგადოებას გააცნობენ მომავალ ხედვებს საკვების მიმართულებით. 2020 წელს, Miele-ს მიერ წარმოდგენილი სპეციალური დამოუკიდებელი  #50BestTalks -ც ასევე სინგაპურში ჩატარდება, სადაც ასევე გასტრონომიული სფეროს ლიდერები ისაუბრებენ საკვების ტრენდებსა და დაინინგის ჰოთსფოთებს. 50 საუკეთესო რესტორნის ორგანიზატორები და სინგაპურის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე თანამშრომლობენ ინტერაქტიული კულინარიული სტუდენტურ პროგრამასთან.



2018 წლის დასაწყისში, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოების სიაში, მოხვდა ოსტერია ფრანჩესკანა - მასიმო ბოტურასა და ლარა გილმორის თანამედროვე იტალიური რესტორანი და დასახელდა მსოფლიოს N1 რესტორნად ლონდონში.



სინგაპური შემდეგი 3 წლის განმავლობაში უმასპინძლებს:

  • 2019 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნების დაჯილდოვებას

  • 2019 და 2020 აზიის 50 საუკეთო ბარის დაჯილდოვება

  • სპეციალური გამოშვება 2020 წლის #50BestTalks

  • 2021 მსოფლიოს 50 საუკეთო ბარის დაჯილდოვება


#Gastronaut #50BestRestaurant #Artogastro #გასტრონავტი

79 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now