Search
  • Sopo Chikhladze

გასტრონავტი The world's 50 Best Restaurants Award-ზე.

Updated: Aug 2, 2019

გლობალური გასტრონომიული ოსკარები! ასე უწოდებენ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ ღონისძიებას, სადაც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულები, ამ სფეროს წამყვანი ადამიანები და მსოფლიო მედია იკრიბება რათა იზეიმონ და აღნიშნონ მსოფლიოს მთავარი გასტრონომოიული ღონისძიებები და რაღა თქმა უნდა გამოავლინონ ახალი 50 მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის სია. 


ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორებმა ჩვენი ინტერესი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ მიმართეს. იქ, სადაც სხვადასხვა გასტრონომიული კულტურა ერთიანდება და შესაბამისად ბოლო დროს ამ სფეროს დიდ ინტერესსაც იმსახურებს. როგორც მოგეხსენებათ, The world’s 50 best restaurant 2019, წარმატებული “აზიის ვეფხვის” გულში -  სინგაპურში გაიმართა, სადაც გასტრონავტი, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მიიწყვიეს და შესაბამისად ჩვენს #YummyAdventures ჩამონათვალს ახალი ადგილი შეემატა.






“პირველ რიგში, გასტრონავტისთვის ეს მოგზაურობა იყო შესაძლებლობა, მსოფლიო ჭრილში, გასტრონომიული კუთხით, დაგვენახა კონტრასტი საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის, რამაც მკაფიოდ გვაჩვენა თუ რამდენად ბევრი სამუშაო გვაქვს საქართველოს გასტრონომიის განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით კი, ქართული სამზარეულოს პოტენციალის პირობებში. რამდენადაც, ჩვენზე ნაკლები გასტრონომიული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებმა მოახერხეს და დღეს, მსოფლიოს გასტრონომიულ რიგებს შორის აჯობეს ისეთ წამყვან ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი და იტალია. ზუსტად ამ წარმატების გზების აღმოჩენისა და ძიების მიზნით ვესტუმრეთ სინგაპურს, გავიცანით ახალი ადამიანები, სფეროს წამყვანი პროფესიონალები და პირადად მათგან მოვისმინეთ იმ გამოცდილებების შესახებ, რომლებიც არაერთი წარმატების მომტანი გახდა. დღეს მსოფლიოს გასტრონომიულ ყურადღებას ისეთი ქვეყნები იმსახურებენ, რომელთა აღნიშნული კუთხით განვითარება, სულ რამდენიმე წლის წინ, არავის წარმოედგინა. სწორედ მათი განვლილი გზა უნდა გახდეს ჩვენთვის შთაგონების წყარო და მაგალითი, რათა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველომ წამყვანი და ღირსებული ადგილი დაიკავოს. ” - წერს გასტრონავტის კრეატიული დირექტორი ლალი პაპაშვილი.


სინგაპურში The world’s 50 best restaurant 2019-ის ჩატარებას ცვლილებების გარეშე ალბათ არავინ ელოდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკვე მრავალგზის გამარჯვებული შეფ-მზარეულები დაჯილდოვებაში  მონაწილეობას აღარ მიიღებდნენ. მასიმო ბოტურა, დანიელ ჰამი, ფერან ანდრია და ტომას კელერი რომ თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ამიტომ ასპარეზი ახლა ახალგაზრდებს დაუმთმეს. თვითონ კი the best of best-ის სიის რიგებს შორის მოკალათდნენ. 





მხოლოდ რენე რედზეპს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა შეჯიბრში, ვინაიდან მის ცნობილ ბრენდ ნომას ახალი ლოკაცია და კონცეფცია აქვს. ალბათ არ არის გასაკვირი რომ მან სიაში მეორე ადგილი დაიკავა. 

პირველი ადგილი კი, ფრანგმა შეფ-მზარეულმა მაურო კოლაგრეკომ რესტორანი მირაზურით დაიმსახურა, რომელიც მომავალ წელს the best of the best-ის სიას შეუერთდება. ეს წელი კოლაგრეკოსთვის ნამდვილად დასამახსოვრებელია, ვინაიდან მან წელს გარდა პირველობისა 3 მიშლენის ვარსკვლავითაც დაიმშვენა თავი. გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე


რა თქმა უნდა გასტრონომიული თავგადასავალი მხოლოდ დაჯილდოვებით არ შემოიფარგლებოდა. 50 საუკეთესო რესტორნის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებათა შორის გაიმართა მასტერკლასები, სადაც მსოფლიო დონის შეფ-მზარეულებმა, როგორებიცაა Rasmus Kofoed of Geranium, Virgilio Martínez და Pía León of Central და Gaggan Anand of Gaggan მსმენელს გაუზიარეს თავიანთი ფილოსოფია და საკვების სტილი. მასტერკლასები მსოფლიოს კვების მოყვარული ადამიანებისთვის უნიკალურ შანსს, უკეთესად წარმოედგინათ თუ რა ხდება მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების  “სცენის მიღმა” და როგორ იქმნება საავტორო კერძები. ალბათ ხვდებით, რომ ღონისძიებების პროგრამების დასრულებაშეუძლებელია #50BestTalks-ის გარეშე, სადაც ამ სფეროს წამყვანი პირები საუბრობენ ახალ ტრენდებსა და კულინარიული მსოფლიოს გამოწვევებზე და მათი გადაჭირს გზებზე. 


გრძელმა და დატვირთულმა მოგზარობამ გასტრონავტებს ბევრი სასიამოვნო მოგონება გამოგვაყოლა. (ამას ალბათ ფოტოებიდანაც კარგად მიხვდებით). რაც შეეხება სინგაპურში განხილულ მთავარ მიმართულებებს, გვახარებს ის ფაქტი, რომ გასტრონავტისა და მსოფლიოს გასტრონომიის წამყვანი ადამიანების აზრები და ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ლევან ქოქიაშვილი ფიქრობს და ხშირად უსვამს ხაზს, რომ წარმატებისთვის ერთობა და გუნდურობა არა მხოლოდ ბიზნესისა ან რომელიმე ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის განვითარების ჭრილშიც დიდი მნიშვნელობის მატარებელია. 


სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ  50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოვება ევროპას უბრუნდება და შემდეგ ლოკაციად ბელგიის ქალაქი ანტვერპენი დასახელდა.


#50BestRestaurant #50BestTalks #Gastronaut #Singapore

177 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now