Search
  • Sopo Chikhladze

გასტრონავტის ახალი გულიანი პროექტი

სულ ცოტა ხნის წინ, ქალაქს ახალი გულიანი კვების ობიექტი შემოუერთდა, თუმცა, მომხამრებლის ყურადღებისა და სიყვარულის მოპოვება ამ მოკლე დროის მონაკვეთშიც შეძლო. როგორ? ამას ცოტა მოგვიანებთ აუცილებლად მოგიყვებით...


მანამდე კი უნდა იცოდეთ, რომ პური გულიანი თანამედროვე ქართული სახაბაზოა, ნაცნობი, ყველასთვის ნოსტალგიური, ქართული გემოების თანამედროვე ინტერპრეტაციებით. გულთბილი შეხვედრებისა და მუდმივი შეკრებების ადგილი საუზმის, სადილისა, თუ ვახშმისათვის გასტრონომიული გამოცდილების მაძიებელთა და ტრადიციის შექმნის მსურველთათვის. 





აჭარული ხაჭაპური, სენდვიჩი რაჭული ლორით, აჩმა, ბადრიჯნის ტერინი, იხვის პაშტეტი, მილფეი ფახლავა, ბროწეულის დესერტი, კოწახურის ნაყინი და ბადაგის სორბეტი.  ეს იმ კერძების ჩამონათვალია, რომლის დაგემოვნებასაც პური გულიანში შეძლებთ. თუმცა სულ ეს არ არის და სტუმრობისას ბევრი სხვა გემრიელი თავგადასავალიც გელით. ჩვენი სახაბაზოს განსაკუთრებულ გმირებს პურ-ფუნთუშეული წარმოადგენს. არა ერთ საავტორო პურს შორის უნიკალური ქართული წითელი დოლის ფქვილისგან დამზადებულ პურსაც შეხვდებით.




სასიამოვნო ატმოსფერო, მადისაღმძვრელი დესერტები და ჩვენს მიერ მაღალი სტანდარტების ყავის აპარატით მოხალული ეთიოპიური და ბრაზილიური წამომავლობის არომატული specialty ყავის გემო, კი თქვენს სტუმრობას კიდევ უფრო პიკანტურსა და მიმზიდველს გახდის. 





პური გულიანი გასტრონავტის თავგადასავლის ერთ-ერთი გემრიელი მოგზაურობაა, რომლის შექმნაშიც, სხვა პროექტების მსგავსად, დიდი ენერგია, დრო და მთელი გული ჩავდეთ. ახლა უკვე ტკბილად გვახსენდება ის რთული გზა, რომელიც ჩვენს კლიენტ, GMT Group-თან ერთად გამოვიარეთ.


გასტრონავტებმა ვიმუშავეთ პური გულიანის კონცეფციაზე, ბრენდინგზე, ინტერიერის დიზაინზე,  საკონდიტრო, საკვების და სასმელის მენიუზე, მარკეტინგულ გეგმაზე, საკომუნიკაციო სტრატეგიასა და Food styling-ზე, ბაზარზე შესვლის კამპანიაც ამ ჩამონათვალში შედის. 




ჩვენი ჩანაფიქრი იყო შეგვექმნა ახალი თაობის საცხობი, გასტრონომიული და

ატმოსფერული გამოცდილების მისაღებად. ჰიპსტერული პროვანსი, რომანტიული და თანამედროვე ელემენტებით. 


საცხობი, რომელიც კლასიკური გაგებით, თავის თავში მოიცავს როგორც

გამომცხვარ გულიან (ცომეული და სხვა) პროდუქტს ისე დესერტებს და აქვს კაფეს და საკონდიტროს თვისებები. რეტროს შთაგონებით შექმნილი ახალი გემო. 

თბილი, სახლური, სასიამოვნო კონცეფციის გასტრონომიული ადგილი, სადაც არ გაქვს კონკრეტული შეხვედრის მიზანი. შეიძლება ეს იყოს, საქმიანი, რომანტიული, ოჯახური, მეგობრების, რამის აღნიშვნის. ადგილი, სადაც მოქმედება იწყება დილიდან და სრულდება საღამოს. ანუ საუზმიდან ვახშმამდე…



გახსოვთ, თხრობის დაწყებისას რომ შეგპირდით საინტერესო ამბის მოყოლას. დიახ, ამ ამბავს “უბრალოდ გულიანი” დავარქვით. ალბათ გახსოვთ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული 200 საუკეთესო მეგობრებისა თუ უბრალოდ საყვრელი ადამიანის მოულოდნელი გულიანი საჩუქრებით გახარებული სახეები და პურ-ფუნთუშეულის ფოტოები. ეს გასტრონავტის გემრიელი კამპანია იყო პური გულიანისთვის. „გულიანი” - ბრენდის მთავარ ემოციურ ელემენტს წარმოადგენს, რომელიც კამპანიის დაგეგმვისას ჩვენთვის შთაგონების წყარო გახდა. ასე გავუგზავნეთ ერთმანეთის სახელით გულიანი საჩუქრები საყვარელ ადამიანებს და სასიამოვნო დაბნეულობით ავავსეთ ქალაქი. გვინდოდა ადამიანებში სასიხარულო ემოციები გამოგვეწვია, გაზიარების იდეას დაგვეკავშირებინა და „უბრალოდ გულიანი“ საქციელით ადამიანებში სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ემოცია აღგვეძრა. აი ისე, როგორც პური გულიანში იციან. 




იმის შეფასებას, თუ როგორ გამოგვივიდა, ჩვენს მკითხველს დავუთმობთ.. 




#პურიგულიანი #გემრიელი #სახაბაზო #გასტრონავტი #GastronautGeorgia #PuriGuliani



37 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now