Search
  • Sopo Chikhladze

ბოლნისის ღვინო საქართველოში დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა შორის მოხვდ

Updated: Mar 16, 2019

ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, ქინძმარაული, თელიანი, ტვიში, საფერავი. ეს საქართველოში დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებათა ჩამონათვალის ნაწილია, რომელსაც სულ ახლახანს ბოლნისის ღვინოც ოფიციალურად დაემატა.




ისტორიული მასალებისა და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს და მათ შორის, ბოლნისის რეგიონს, ღვინის კულტურასთან 8 000 წლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ადამიანმა ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში ველური ვაზი “გააკულტურა” და “გააშინაურა”.


ბოლნისის ღვინო წარმოადგენს მშრალ ღვინოს, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ასევე ვარდისფერიც. მას ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 570 მ. სიმაღლეზე - ბოლნისში აწარმოებენ.  


„ბოლნისის“ წარმოების და შენახვის ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.




დამატებით დეტალებისთვის ეწვიეთ ლინკს: http://georgianwine.gov.ge/Ge/Wine/22?fbclid=IwAR2LsKTPaiamd0_ufwZbEsOE_UTjeg90yh3fTWOHHN4Kzyjg1RalhkeL_o0


#გასტრონავტი #Gastronaut #YummyAdventures #ბოლნისი #ბოლნისისღვინო #ქართულიღვინო

53 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now