Search
  • Sopo Chikhladze

“ბედნიერი სტუმარი” - ტრენინგი სტუმარ - მასპინძლობის სფეროში

Updated: Mar 25, 2019

ალბათ, ხშირად გსმენიათ როგორ ატარებენ სხვადასხვა კვების ობიექტებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში, ან სულაც ეს პერსონაჟი თქვენს თავშიც აღმოგიჩენიათ.


კრიტიკა დაბალი მომსახურების ან მაღალი ფასების შესახებ. ეს პრობლემა, როგორც ჩანს, რეგიონებში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც უფრო იჩენს თავს. ამ საკითხზე რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი ხშირად საუბრობს.


სწორედ ამიტომ USAID/ZRDA Activity-ს დაფინანსებით და სააგენტო „გასტრონავტის“ ორგანიზებით ხორციელდება პროექტი: „ბედნიერი სტუმარი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმარ - მასპინძლობის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და მასში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებას.


ტრენინგები მოიცავს შემდეგ სამ მიმართულებას:

  • სტუმარ-მასპინძლობის ხელოვნება;

  • საკვებისა და ღვინის შეხამება;

  • ღირებულების და ფასის დათვლა



ტრენინგი დაიწყება ამა წლის 4 მარტს და ჩატარდება 5 სხვადასხვა ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით. (ზუგდიდი, ბორჯომი, ახალციხე, გორი და ხაშური.) ტრენინგი გაგრძელდება 5 დღის განმავლობაში.


თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ, როგორც ცალკეულ, ასევე, სამივე თემატიკის ტრენინგში.




ტრენინგის მონაწილეებისთვის პროექტის ორგანიზატორებს სასიამოვნო სიახლე აქვთ. ტრენინგის ღირებულების 70 %-ს აფინანსებს USAID/ZRDA Activities, მონაწილე იხდის მხოლოდ ტრენინგების ღირებულების 30 %-ს. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.


თუ  თქვენი საქმიანობა უკავშირდება სტუმარ - მასპინძლობის სფეროს, იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო, კაფე, ბარი თუ აღნიშნული სფეროს სხვა ობიექტი, მაშინ თქვენ სწორ ადგილას მოხვდით, რადგან ტრენინგებს ჩაატარებენ აღნიშნული სფეროს გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალები!


აღნიშნული ტრეინინგი საუკეთესო საშუალებაა გაიღრმაოთ ცოდნა და თეორიული ინფორმაცია მოიყვანოთ პრაქტიკაში.


პროექტის შედეგად თქვენ:

  1. მიიღებთ ინდივიდუალურ კონსულტაციას და რჩევებს, როგორ განავითაროთ საქმიანობა;

  2. ჩაერთვებით საერთო ქსელში, სადაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე ადამიანები იქნებიან გაერთიანებული;

  3. მიიღებთ მონაწილეობის სერტიფიკატს;







#Gastronaut #გასტრონავტი #GastronautPower #USAID #USAIDzrdaActivities #training #GastronautTraining #ტრენინგი

422 views0 comments
  • Facebook Social Icon
  • Instagram Social Icon
  • Pinterest Social Icon
  • Twitter
  • LinkedIn

© 2018 by Gastronaut Proudly created with Wix.com

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now