გასტრონავტი
საგენტოს უმთავრესი მიზანია ქართული სტუმართმასპინძლობის კულტურის განვითარება და ცნობადობის ამაღლება საქართველოში და მსოფლიო ბაზარზე!
ჩვენი საგენტოს მისიაა საქართველოს სტუმართმასპინძლობის კულტურის განვითარება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ქვეყნის სოფლის მეურნეობის, ეკოგასტრონომიის, ენოგასტრონომიის, გასტროტურიზმისა და ეკონომიკის სფეროების პროგრესზე. აღნიშნული მისიის მისაღწევად კი აქვე შეიძლება ჩამოვთავალოთ ჩვენი სერვისები:
გასტრონავტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. კურსები განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებისთვის, გამოცდილი მენეჯერებისთვის, F&B მენეჯერებისთვის, შეფ-მზარეულების და, უბრალოდ, ნემისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც გააჩნია ინტერესი და მზაობა, ჩაუღრმავდეს რესტორნის ბიზნესის სირთულეებს.
სწორედ, რომ საგენტო გასტრონავტის საჭირო სივრცეში მოხვდით. აქ სტუმართმასპინძლობის სფეროში მიმდინარე ვაკანსიებს წააწყდებით, რაც დამსაქმებლის პოვნაში დაგეხმარებით. და, რა თქმა უნდა, სივრცე დამსაქმებლებისთვისაც თანაბრად საინტერესოა, რადგან გასტრო სფეროში ადამიანური რესურსების მოძიების პროცესს გიმარტივებთ.
თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა მიზანმიმართული იქნება სტუმართმასპინძლობის ახალგაზრდა წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებაზე, გასტრონომიის შემოქმედებითი იდების მხარდაჭერასა და ქართული სამზარეულოს გაძლიერების, ცნობადობის ამაღლებაზე.